დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ახალის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 8 თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა .
ასევე, 2019 წლის საქმეზე, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით მიმდინარეობდა, ნიკა მელია 25 000 ლარით დაჯარიმდა ,
ცნობისთვის, 2025 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვალდებულება 29 მაისს ამოეწურა.
ნიკა მელია 29 მაისს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მოგვიანებით კი დაწერა: "ჩემი დღევანდელი პროცესი.არც პროკურორები მივიდნენ“მოსართლემ” შემდეგი სხდომა ხვალ 14:00 ჩანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა მისი სხვა პროცესების გამო, ორშაბათისთვის ითხოვა გადატანა - არც ხვალ მივალ." - წერს ნიკა მელია "ფეისბუკში".
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსიდან რამდენი საათის შემდეგ ნიკა მელია დააკავეს.
2025 წლის 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერს ნიკა მელიას,პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაოს შეცვლაზე იმსჯელა და გირაოს გადაუხდელობის გამო, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ 2025 წლის 28 აპრილს ბრალი წარუდგინა.
შეგახსენებთ, 2025 წლის 17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ "ახალი"-ს ლიდერს ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.