შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, პედაგოგები ფანჯრის დაკეტვას ცდილობდნენ, რა დროსაც ფანჯარა ჩამოვარდა და მათ დაეცა. დაშავებულები სენაკის საავადმყოფო "არქიმედეში" გადაიყვანეს. 

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტებს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდათ და ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია. ისინი კლინიკაში დაკვირვების ქვეშ რჩებიან.