სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ჭალეს უბანში, გზის 2 კმ-იან მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

მიმდინარე სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია ადგილზე გაეცნენ.

პროექტი, ღირებულებით - 534 459 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.