სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან და მერის წარმომადგენელთან ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, რიმა ბოჯგუასთან ერთად, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე პროექტს - ამფითეატრის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

 პროექტის ღირებულება 48 223 ლარს შეადგენს. სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, ქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ასევე ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება ტროტუარების მოწყობის პროექტი, ღირებულებით - 48 164 ლარი. სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის თვითმმართველობაში ჩართულობის ასამაღლებლად. პროგრამა, მოქალაქეებს, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში უშუალო მონაწილეობის, მათთვის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული საკითხების და საჭიროებების წარმოჩენისა და განხორციელების რეალურ შესაძლებლობას აძლევს.