სენაკის სპორტის სასახლეში, საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, ევროპის ორგზის პრიზიორის, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების მონაწილის, სენაკელი სპორტსმენის, კახაბერ ჟვანიას სახელობის ღია ტურნირი კრივში, რომელიც საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
ტურნირში მონაწილეობას ღებულობენ თბილისის, სენაკის, ფოთის, გორის, ჭიათურის, ქუთაისის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ხობის, მესტიის, ახალქალაქის და ბათუმის 2010-2011 წლებში დაბადებულ ჭაბუკ მოკრივეთა გუნდები.
ტურნირს დაესწრნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კალანდარიშვილი, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ლევან ჯინორია, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ედიკა ბერაია, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, ევროპის ორგზის პრიზიორის, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების მონაწილის, კახაბერ ჟვანიას მშობლები, სპორტული სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
წარმატებული სენაკელი სპორტსმენის სახელობის ტურნირი კრივში, რომელიც ხელს უწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას, 19 ნოემბერს დასრულდება.