პროექტის ფარგლებში, იგება ბეტონის გზის საფარი, მოეწყობა ბორდიურები, ჯებირები, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა. პარალელურად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ჯიხას ქუჩაზე, სასაფლაომდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.