"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერ, რომ უკრაინული მხარის ინიციატივით, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძესა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა  უკავშირდება გარიგებას, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, დაკავშირებით. რომელიც ამჟამად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში არის მსჯავრდებული და ბრალდებული. 

შალვა ნათელაშვილი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ გარიგებას არ უნდა დათანხმდეს.

"მოკლედ ბევრი შესავლის გარეშე. მთელი ეს ბოლო დღეების  დათბობა, ივანიშვილის და კიევის რეჟიმებს შორის,  უკავშირდება გარიგებას, ექს--პრეზიდენტ სააკაშვილის განთავისუფლებაზე,  უცხოეთში ხანგრძლივი მკურნალობის მოტივაცით.  სანაცვლოდ პრეზიდენტი ზელენსკი პირდება პროპუტინისტური ტირანული რეჟიმის  დიქტატორ ივანიშვილს,მისი ოჯახისა თუ  ბანდის წევრებს, ევროკავშირის სანქციებისგან გადარჩენას. მინდა იმედი ვიქონიო ,რომ თვითონ სააკაშვილი კიდევ ერთხელ  არ წავა  ისეთ ნაბიჯზე, რაც საქართველოს მსხვერპლად მიტანა იქნება,  მისი თავისუფლებისა და ბედნიერების  სანაცვლოდ. ასევე ვიმედოვნებ რომ ზელენსკი არ გახდება ორბანის რეინკარნაცია ამ ასპექტში" - წერს შალვა ნათელაშვილი "ფეისბუკში".