არ ვიცი, კშიშტოფ ბრეიზა ან სულელია, ან თავს ისულელებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაოუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქმე გვაქვს აბსოლუტურად არაადეკვატურ ხალხთან, რომელიც ან ფულის, ან პოლიტიკური გავლენის, ან საკუთარი სისულელის გამო ეხვევიან ასეთ შარში საქართველოს წინააღმდეგ.
„თუ სულელია, ნიშნავს, რომ არ იცის, რომ კაჩინსკის დაკრძალვის გამო კი არ არის დაპატიმრებული, არამედ მის წინააღმდეგ არსებული საქმე ეხება იმას, რომ თავის შვილს ბიუჯეტიდან უხდიდა კერძო სკოლის თანხას. კითხვა ევროპარლამენტს – რომელიმე ევროპარლამენტარს ეს რომ გაეკეთებინა, ბიუჯეტის ფულით გადაეხადა თავისი შვილის კერძო სკოლის გადასახადი, იქნებოდა თუ არა ეს კორუფცია? კი, იქნებოდა. საქმე ეხება იმას, რომ ბიუჯეტის ფულით სააკაშვილმა ჩაიტარა სხვადასხვა სახის მანიპულაციები და ოპერაციები. თუ არ ვცდები, მგონი, მილიონ ლარამდე იყო დახარჯული მისი სახის გალამაზებასა და შუბლის გასწორებაში, იმაში, რომ თავი მოეწონებინა ვიღაცისთვის. ეს რომ გააკეთოს რომელიმე ევროპარლამენტარმა – ეს არის კორუფცია, თუ ეს არის პოლიტიკური დევნა?! და თუკი ეს ყველაფერი კორუფციაა, მაშინ თავს ისულელებს ეს ადამიანი? ან გამოდის, რომ ეს მისთვის მისაღებია. ეს არის ის, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ფასეულობის არმქონე ევროპარლამენტის წევრებთან, რიგ შემთხვევაში, კორუმპირებულებთან.
ზუსტადაც ეჭვი მაქვს, რომ ეს ადამიანი კორუმპირებულია, თორემ თავს სულელად რატომ გამოიყვანდა და იტყოდა, თითქოს ვიღაცისთვის თაიგულის ყიდვის გამო არის 9 მილიონი დახარჯული. გადათვალოს მაინც 9 მილიონში რამდენი თაიგული ჩაეტეოდა და ა.შ. არ ვიცი, რა ბედი გვაქვს ასეთი ევროპარლამენტში, მართლა ერთი ისეთი მტერი ვერ გავიჩინეთ, რომელიც „ნაცი“, მიშისტი არ იქნებოდა და რაღაც დონეზე ღირსეულ მტრობას მაინც შეძლებდა. ასეთი უღირსი მტრები რომ ჰყავს საქართველოს, ესეც ჩვენი უბედურებაა. სამწუხაროდ, ასეთი პოლიტიკური ლანდშაფტია დღეს ევროკავშირში. საქმე გვაქვს აბსოლუტურად არაადეკვატურ ხალხთან, რომელიც ან ფულის, ან პოლიტიკური გავლენის, ან საკუთარი სისულელის გამო ეხვევიან ასეთ შარში საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.