4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხებიდან მე-7 დღეს, გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს მოიფიქრეს ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია. - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი ფეიბუკპოსტს აზიარებს.
საკუთარი მარცხის გასამართლებლად, არჩევნებში დამარცხებიდან მეხუთე დღეს მოიფიქრეს ბიულეტენის გაჟონვის ვერსია, გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს - ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია. ტოპტვინები აშკარად შენელდნენ. - წერს შალვა პაპუაშვილი "ფეისბუკში".