მნიშვნელოვანია, რომ არ ავურიოთ ორი ცნება – გამოხატვის თავისუფლება და ცილისწამება. ცილისწამება გამოხატვის თავისუფლებით არ არის დაცული არსად. ასე რომ, მახინჯი გაგება, რომ რასაც უნდა, იმას ილაპარაკებს მედია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. უნდა დავუახლოვდეთ იმ სტანდარტს, რომელიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არის. – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"ცივილიზებულ ქვეყნებში, ვინც ტყუილს ამბობს, ის პასუხს აგებს. ეს არ არის მხოლოდ თანამედროვე ცივილიზაციის სტანდარტი, არამედ ასე არის კაცობრიობა აწყობილი. ვინც აბრალებს და ცილს სწამებს, მან პასუხი უნდა აგოს და ამტკიცოს მისი ცილისწამების მართებულობა. მედიებს, რომლებიც ცილისწამებას ავრცელებდა, შესაძლებლობა აქვს, თქვას, რის საფუძველზე ამტკიცებდენ, რა მტკიცებულებები ან ინფორმაცია ჰქონდათ. ყველა რომ დავინახავთ, არაფერი ჰქონდათ და ეს იყო კონკრეტული ჟურნალისტის თუ მედიასაშუალების ფანტაზიორობა, აჩვენებს, რა ტიპის ჟურნალისტიკასთან გვექნება საქმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.