შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ბრალდებულმა, ფიზიკურად იძალადა ონისე ოქრიაშვილზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაულის ჩადენიდან მალევე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით  მიმდინარეობს. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.