ბიზნესმენი, ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელი  თამაზ ელიზბარაშვილი საცხოვრებელ სახლიდან სამართალდამცველებმა წაიყვანეს. 

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თამაზ ელიზბარაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით . მან პოლიციელებს ხელი შეუშალა პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში. გაუწუა წინააღმდეგობა და მიაყენა შეურაცხყოფა"

ბიზნესმენის და ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელის საცხოვრებელ სახლსა და ავტომანქანაში დაკავებამდე ჩხრეკა მიმდინარეობდა  

როგორ "აიპრესს" შსს-შ განუცხადეს ელიზბარაშვილის მანქანაში და სახლში  საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება.