ბიზნესმენის, ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელის, თამაზ ელიზბარაშვილის საცხოვრებელ სახლსა და ავტომანქანაში ჩხრეკა მიმდინარეობს.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ელიზბარაშვილის მანქანაში საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება.