სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა სამი ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც სავარაუდოდ, ნასვამი მძღოლი მართავდა, ოთხ ქვეითს შეეჯახა.
შედეგად, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო სამმა პირმა , ერთი კი ადგილზე გარდაიცვალა.
მძღოლი მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.