სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში უბედურ შემთხვევას 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ვენახის შესაწამლი ტრაქტორით გადაადგილდებოდა. მამაკაცმა სავარაუდოდ, ბალახებში არსებული თხრილი ვერ შენიშნა, რის გამოც ტრაქტორი გადაბრუნდა და ახალგაზრდა ქვეშ მოიყოლა.
მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.