უკვე, სოფელ ბოძაურის ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ახალი და გამართული ინფრასტრუქტურის მქონე სპორტული მოედნით ისარგებლონ.

ახალი სპორტული მოედნის მოწყობა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, სოფლის ახალგაზრდებს მიულოცა, მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების ხელშეწყობაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

სპორტული მოედნის მოსაწყობად, თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 168 000 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წელს,  სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის მასშტაბით კიდევ 8 ლოკაციაზე: ვაშლოვანის მთაშე, თეთრობის მთაში, კურორტ ბეშუმში (ორ ლოკაციაზე), წაბლიანში, გელაურაში, რიყეთსა  და იაკობაძეებში ხორციელდება.

ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.