ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე პაატა ბუცხრიკიძე და მერის მოადგილე რევაზ კიკნაველიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დიმში ნერგაძე- გეგეშიძეების უბანში საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო. 

აღნიშნული გზის მონაკვეთზე მოეწყობა სანიაღვრეები და დაიგო ასფალტის საფარი.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.