თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში 39 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დღეს დილით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მარანში, თოკით ჩამომხრჩვალი, ძმამ იპოვა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, უცნობია.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები.
გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.