ქობულეთის სოფელ ხუცუბანში, გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

 არსებული ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო გზაზე გადაადგილება გართულებული იყო, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა.

მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთი დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს, რაც შეეხება ახალგაზრდა კაცს, რომელიც ავტომობილს მართავდა, ის უგონო მდგომარეობაში ბათუმის "ბიემსის" კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაცია ჩაუტარდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.