ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, სოფელ ნაგომარში საცხენოსნო შეჯიბრება „ოზურგეთის თასი 2026“ გაიმართა.

ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად დაესწრო.

ტურნირში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საერთო საპრიზო ფონდმა 22 000 ლარი შეადგინა.

გამარჯვებულები ოთხი საცხენოსნო გარბენის 12 საპრიზო ადგილზე გამოვლინდნენ:

ნაგომრის თასი – დისტანცია 1400 მ / 2-წლიანი სუფთა სისხლის ცხენების გარბენი:

I ადგილი – საბა ხურცია (აბაშა) – 2500 ლარი;
II ადგილი – აზერ ალიევი (სოფელი ყულარი, მარნეულის მუნიციპალიტეტი) – 1500 ლარი;
III ადგილი – გაბრიელ გოგლიძე (თბილისი) – 1000 ლარი.

საქართველოს პატრიარქის ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი გარბენი – დისტანცია 2400 მ / უფროსი ასაკის სუფთა სისხლის ცხენების გარბენი:

I ადგილი – ნიკა ფერაძე (ახმეტა) – 2500 ლარი;
II ადგილი – აზერ ალიევი (ყაზბეგი) – 1500 ლარი;
III ადგილი – გიორგი ცინცაძე (ჩოხატაური) – 1000 ლარი.

გურული მხედრების თასი 2026 – დისტანცია 2000 მ / ნახევრად სუფთა სისხლის ცხენების გარბენი:

I ადგილი – გოგიტა კოწიწაშვილი (თბილისი) – 2500 ლარი;
II ადგილი – საბა ხურცია (ბოლნისი) – 1500 ლარი;
III ადგილი – საბა თელია (ბოლნისი) – 1000 ლარი.

ოზურგეთის თასი 2026 – დისტანცია 2000 მ / 3-წლიანი სუფთა სისხლის ცხენების გარბენი:

I ადგილი – საბა ეხვაია (თბილისი) – 3000 ლარი;
II ადგილი – საბა თელია (თბილისი) – 2500 ლარი;
III ადგილი – აზერ ალიევი (ოზურგეთი) – 1500 ლარი.

საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები სიგელებით, თასებითა და ფულადი პრიზებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად დააჯილდოვა.

სპორტული ნაწილის დასრულების შემდეგ, ღონისძიება მუსიკალური პროგრამით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი აუდიტორიის წინაშე DJ ALEX SARTANIC წარსდგა.