სოფელ წაღვლში ადმინისტრაციული შენობისა და ამბულატორიის მოწყობა მიმდინარეობს.

„ძველი შენობა ამორტიზებული და საფრთხის შემცველი იყო, ამიტომაც ჩაუტარდა დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი ნაგებობა ჩავდგით. სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფლის წარმომადგენლები და მედ-პერსონალი კომფორტულ გარემოში გააგრძელებენ საქმიანობას. ასევე, სოფლის მცხოვრებლები გაუმჯობესებულ და უსაფრთხო გარემოში შეძლებენ სერვისების მიღებას. “-აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი პაპიაშვილი. მისი განმარტებით, ადმინისტრაციული შენობისა და ამბულატორიის მოწყობის სამუშაოები მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 113 700 ლარს შეადგენს.