ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბექა ურუშაძემ, სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელებასთან  დაკავშირებული პროცედურები ადგილზე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, გივი მეტრეველთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი მაჭავარიანთან ერთად შეაფასა.

ბექა ურუშაძემ აღნიშნა, რომ  პროექტის  მოქმედი ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ფონდმა მას შემდეგ მიიღო,  რაც კონტაქტორთან ერთად პროექტის გაგრძელებისთვის  არსებული ყველა შესაძლო რესურსი ამოიწურა.