პარტია "სამოქალაქო შეთანხმების"ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა.

„კონსტიტუციის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ნიკოლ ფაშინიანი დაინიშნოს სომხეთის პრემიერ-მინისტრად“, –   განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, 7 ივნისს სომხეთში ეროვნული ასამბლეის არჩევნები ჩატარდა. ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ ხმების 49.74% (64 ადგილი) მიიღო, „ძლიერმა სომხეთმა“ - 23.27% (29 ადგილი), ხოლო „სომხეთის ალიანსმა“ - 9.92% (12 ადგილი). რამდენიმე სხვა ოპოზიციურმა პარტიამ ვერ გადალახა საპარლამენტო ბარიერი. საპარლამენტო უმრავლესობით „სამოქალაქო კონტრაქტმა“ ახალი მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების უფლება მოიპოვა.

შედეგების გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციამ კენჭისყრის მრავალი დარღვევა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და კანდიდატებზე ზეწოლა დაადანაშაულა. ბლოკებმა „ძლიერი სომხეთი“ და „სომხეთი“, რამდენიმე სხვა პოლიტიკურ ძალასთან ერთად, უარი თქვეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს შედეგების გაუქმების მოთხოვნით. გარდა ამისა, ოპოზიციაზე ზეწოლა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წინასწარ ანგარიშშიც იყო ნახსენები.