არტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა, მედიასთან შეაჯამა ქართული საპარლამენტო დელეგაციის სამდღიანი ვიზიტი ჩინეთში.
პდეპუტატმა აღნიშნა, რომ შედგა ძალიან სერიოზული შეხვედრები როგორც დედაქალაქში, ასევე პროვინციებშიც. სუბარმა ყურადღება გაამახვილა შაანსის პროვინციასთან შესაძლო თანამშრომლობაზე განათლებისა და კვლევით სფეროებში:
„ამ პროვინციაში, სადაც ახლა ვართ, არსებულ სიმდიდრეზე საუბრისას, პროვინციის ხელმძღვანელი მთავარ აქცენტს აკეთებდა განათლებასა და წარმატებაზე კვლევითი მიმართულებით. ალბათ ეს ის სფეროა, რაშიც ჩვენი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობა.
„ჩინეთი მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკაა და პოლიტიკურადაც უდიდესი წონა აქვს, ამიტომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მასთან მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის ის არის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ამ მხრივ ჩინეთში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იყო გამორჩეული. 3 დღის განმავლობაში გვქონდა ძალიან სერიოზული შეხვედრები, როგორც დედაქალაქში ისე პროვინციებში. ახლა ვიმყოფებით შაანსის პროვინციაში, რომელიც არის ჩინეთის ერთ-ერთ ისტორიული პროვინცია. ვფიქრობ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარება იქნება ძალიან კარგი. სხვათაშორის, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველწლიურად იმატებს ჩინელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში. საინტერესო იყო ისიც, რომ ამ პროვინციაში, სადაც ახლა ვართ, არსებულ სიმდიდრეზე საუბრისას, პროვინციის ხელმძღვანელი მთავარ აქცენტს აკეთებდა არა ბუნებრივ რესურსებსა და ეკონომიკაზე, რითაც მართლა გამორჩეულია პროვინცია, არამედ განათლებასა და წარმატებაზე კვლევითი მიმართულებით. ალბათ ეს ის სფეროა, რაშიც ჩვენი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.