საქართველოს სპორტის სამინისტრომ საქართველოს აფროსნობის ფედერაციას ორი ოლიმპიური და ათი საერთაშორისო კლასის ახალი ნავი გადასცა. თბილისის ზღვის კლუბში ნავების გადაცემას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, საქართველოს აფროსნობის ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გოცაძე, თბილისის, ფოთისა და ბათუმის საიალქნო კლუბის აღსაზრდელები და აფროსნობის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალი ნავები თბილისის, ფოთისა და ბათუმის საიალქნო კლუბებს გადაეცა, რომლებსაც სპორტსმენები უკვე გამოიყენებენ ბათუმის პირველობასა და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში 2026 წლის ზაფხულზე.
ბოლო წლების განმავლობაში სპორტის ეს სახეობა მეტად პოპულარული ხდება და საქართველოს ნაკრები წარმატებით ასპარეზობს როგორც ახალგაზრდულ ტურნირებზე, ისე უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის გამართულ შეჯიბრებებზე.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს