საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს უფროსის – ბექა მამარდაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს „კიბერ და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს“ (CISA) წარმომადგენლებთან; მხარეებმა განიხილეს უწყებებს შორის კიბერინციდენტებზე ინფორმაციის
გაცვლისა და საჭიროების შემთხვევაში, კოორდინირებული რეაგირების საკითხები.
საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, კიბერმედეგობასთან დაკავშირებული ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების გზით.
CISA-ის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს აშშ-ის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა კიბერინციდენტებისგან და ამ მიმართულებით ინფორმაციის გაზიარების პროცესის კოორდინაცია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.