მეგობრებო, წიგნებს და ფილმებს ხომ არჩევთ? ყველანაირ სირობას ხომ არ კითხულობთ და უყურებთ? ეგრეა ჩემთვის ნიუსფიდიც. ხაბეიშვილის სიყალბეს ვინც საქმის კეთებად ასაღებთ, უხარისხო, უტვინო და სასოწარკვეთილ ქაჯებად მიმაჩნიხართ. - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

ეს ჩემი აზრია და არ ხართ ვალდებული გაიზიაროთ. ამიტომ გბლოკავთ და ნუ ვიშვიშებთ. ხარისხიანი ნიუსფიდი მინდა მქონდეს, და რომ დავსქროლავ, გონიერი ხალხი მხვდებოდეს.ჩათვალეთ რომ წიგნების თაროა ნიუსფიდი.

არ გეგონოთ რომ თქვენს არსებობას ვერ ვეგუები - უბრალოდ ჩემს თვალსაწიერში არ მინდიხართ და პერსონალურად არ მიიღოთ." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".