სიმულანტი რევოლუციონერები კვლავ ყიყინებენ. მეგობრებო, რადგან პოლიტიკაში ვარ, ესეიგი მთავრობაში მოსვლას ვაპირებ და კითხვაზე, დააკავებ თუ არა ადამიანს, რომელიც რაღაცას აზიანებს - ჩემი პასუხი ყოველთვის იქნება კი. - ამის შესახებ ფედერალსიტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"იმიტომ, რომ როცა/თუ მოვალ - დავაკავებ, და ვიღაც ფარჩაკი არ ვარ, რომ სიტუაციური სათნოების გამოსხივების მიზნით, სისულელეები ვილაპარაკო და მერე საპირისპირო ვაკეთო.
კი დავაკავებ, ყველას ოღონდ - შერჩევითად არა.
და სამართლიანი მართლმსაჯულება გვექნება, სადაც შესაბამისი მუხლით გასამართლდება სამართლიან სასამართლოში - თავისივე თანამოქალაქე ნაფიცი მსაჯულები გაასამართლებენ.
უბრალოდ, სადაც სამართლიანი სასამართლოა, მოქალაქეები იგივე მოტივით ღობეების დაზიანებას არ იწყებენ." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".