12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის სისხლის სამართლის საქმეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი გამოიძიებს, - ამის შესახებ გაუჩინარებული ბიჭის დედის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს
დამირეკეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტიდან. გურამ დადიანიძის საქმე დღეს გადმოიგზავნება თბილისში. საქმე გადაეცემა სხვა გამომძიებელს.
მადლობა საზოგადოებას ასეთი მხარდაჭერისთვის! - წერს ტარიელ კაკაბაძე "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, 2014 წელს 17 წლის გურამ დადიანიძე გაუჩინარდა. დედა მას 12 წელია უშედეგოდ ეძებს.
როგორ გაუჩინარებული ბიჭის დედამ გადაცემაში "შენი ამბავი" თაიასთან განაცხადა, 2014 წელს თბილისიდან ლომისობაზე მლეთაში ახალგაზრდების დაახლოებით 14-კაციანი ჯგუფი წავიდა, რომლებსაც ახლდათ გურამ დადიანიძის მამიდის ახლობელი. მიკროავტობუსი ისე დაბრუნდა თბილისში, რომ მათ გურამ დადიანიძე არ ჩამოყოლიათ.
პირველადი ვერსიით, გურამ დადიანიძესთან ერთად მყოფები ჰყვებოდნენ, რომ ის ქვაზე ჩამოჯდა, მთიდან ჩამოსული მათ უთხრა, რომ გზა გაეგრძელებინათ და დაეწეოდა, თუმცა ქვემოთ მდგარ მიკროავტობუსში აღარ დაბრუნდა.
გურამ დადიანიძის დედის სოფიო ბიბილაშვილი ამბობს, რომ ჯგუფი თბილისში ჩავიდა და მისი ბიჭის მამიდას უთხრეს, რომ გურამს გზა აერია და ჰკითხეს, ხომ არ მისულა მასთან.
სოფიო ბიბილაშვილი აზრით, მის შვილთან ერთად მლეთაში მყოფებმა გამოძიება შეცდომაში შეიყვანეს - მისი შვილი სავარაუდოდ, ქვაზე არ ჩამოჯდა და მაღლა, მთიდან ჩამოსვლამდე დაიკარგა.
დედა ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, მის შვილს მთის ფერდობიდან ჩამოსვლის დროს ფეხი დაუცდა შემდეგ კი იმ დღეს მოსულმა მეწყერმა ჩაიტანა.
2026 წლის 10 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ შსს იმ ტერიტორიის ხელახალ შემოწმებას იწყებს, საიდანაც 2014 წელს გურამ დადიანიძის კვალი გაქრა