თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე  ლაშა თავართქილაძემ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატები საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებად ასაჩივრებდნენ, რომლის მიხედვითაც  „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს, ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დაეკისრა.

მაშინ საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

როგორც ივანიშვილის ადვოკატი განმარტავს, იმ შემთხვევაში თუ ბაჩიაშვილს აღნიშნული ბიტკოინები არ აღმოაჩნდება, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბიტკოინის ფასიდან გამომდინარე, გიორგი ბაჩიაშვილის პირადი ქონების რეალიზაცია მოხდება.

შეგახსენებთ, 30 სექტემბერს გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ოთხი წლით და ხუთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ასევე, 30 სექტემბერსგიორგი ბაჩიაშვილის დედ-მამას, რომლებიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დახმარებაში არიან ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ

13 სექტემბერს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია: გამოძიების ფარგლებში, ყადაღა დაედო გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებსა და აქტივებს, რომლებიც შეძენილია ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის და შემდგომ პერიოდში

12 აგვისტოს სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს განაჩენი ძალაში დატოვა და გიორგი ბაჩიაშვილისთვის 11 წლით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა