თბილისის საკრებულო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. 
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ და მადლიერება გამოვხატოთ მაშველების მიმართ, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბოლომდე იბრძოლეს, რათა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გადაერჩინათ. 
კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას, თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და თანადგომას ვუცხადებთ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ პირებს. - ნათქვამია დედაქალაქის საკრებულოს სამძიმარში. 

ფოტო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს ფონიჭალაში, 5 -სართულიანი საცხოვრებელი კორპუსში სავარაუდოდ აირის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა. 

ნანგრევებიდან ამოვიყვანილია 6 გარდაცვლილი, 5 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.