ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში №11 საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.

ახალი სკოლა 650 მოსწავლეზეა გათვლილი და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად შენდება.
 სკოლაში მოეწყობა სასწავლო კლასები, სპეციალიზებული კაბინეტები ლაბორატორიებით, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ადმინისტრაციული სივრცეები, მანდატურისა და ექიმის ოთახები, სამასწავლებლო და ბუფეტი.
მიმდინარე სამუშაოებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ადგილზე გაეცნო . - ინფორმაციასსაქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.