"ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო დღეა. რა თქმა უნდა, ეს დღე განასახიერებს იმ ტრადიციებს, ფასეულობებს, იმ ღირებულებებს, რაც, როგორც ხედავთ, აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას და მომავალშიც განამტკიცებს მას, დარწმუნებული ვარ." - ამის შესახებ  საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანმა განაცხადა. 

"რა თქმა უნდა, ოჯახის სიწმინდის დღე ნიშნავს ერთგულებას, ნიშნავს თანადგომას, ნიშნავს სიყვარულს; ოჯახის სიყვარულისგან და სიძლიერისგან იწყება საზოგადოების ერთობა და, ასევე, ქვეყნის მიმართ ერთგულება და სიყვარული. მინდა მოგილოცოთ ყველას, მივულოცო სრულიად საქართველოს საზოგადოებას ეს დღე, ვუსურვო კეთილდღეობა თითოეულ ოჯახს, ჯანმრთელობა, მშვიდობა და სტაბილურობა.

ყველასთვის ცნობილია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით დაარსდა ეს დღე და ამ ინიციატივის დაარსებიდან ამდენი წლის შემდეგ დღევანდელი დღე ცხადყოფს, რომ ეს მემკვიდრეობა გრძელდება, თუ რა პატივისცემით და რა ღირსებით ეკიდება საქართველოს საზოგადოება ამ ინიციატივას, ოჯახის სიწმინდის დღეს,”- განაცხადა თეა ახვლედიანმა.