თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 38 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით, ალაზნის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ერთმანეთს ავტომობილებით ეჯიბრებოდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ავტომობილს საბურავი გაუსკდა.

შედეგად, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად 38 წლის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.