ცოტა ხნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში, რუსთაველის ქუჩაზე. ერთმანეთს ჯიპი და მოპედი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად დაშავებული მოპედის მძღოლი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.