თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მცხოვრები 70 წლის მამაკაცი სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა, მისი ოჯახის ორი წევრი კი მძიმე მდგომარეობაშია.
არსებული ინფორმაციით, სამმა მამაკაცმა ტყეში მოკრეფილი სოკო მიირთვა, რის შემდეგაც ერთი მათგანი გარდაიცვალა, ორი პირი კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადმ კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.