ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, მიმდინარეობს ხევის მიერ მოტანილი ნაშალი მასალის გზებიდან და მდინარის კალაპოტიდან გატანა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები საცხოვრებელი კორპუსების დატბორილი სარდაფებიდან და პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ასრულებენ.
ასეულობით აბონენტს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია, სასმელი წყალი და ბუნებრივი აირი.
ცნობისათვის, სტიქია თელავში გადაუღებელი წვიმის შედეგად გამთენიისას დაიწყო. ადიდებული თელავის ხევი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ქუჩები, სავაჭრო ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსები დატბორა.