მედიის თავისუფლების შეზღუდვა - ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა. - ამის შესახებ ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.
"დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამო, „იმედი”, „რუსთავი ორი“ და „პოსტივი“ ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც იქნება წარმოდგენილი.
ტელეკომპანია „იმედი“ დაინტერესდა მათი მოტივაციითა და არგუმენტებით.
„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიისთვის აკრედიტაციის მოთხოვნები კომპეტენტურმა ორგანოებმა განიხილეს. მოქმედი ეროვნული კანონმდებლობისა და მოლდოვას რესპუბლიკაში „უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციის“ შესაბამისად.
აკრედიტაციის პროცესი ყველა განმცხადებლისთვის სტანდარტული შეფასების პროცედურას მოიცავს. ამ განხილვის შემდეგ, თქვენი მოთხოვნა არ დადასტურდა.
პატივისცემით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დამატებითი კომენტარების გაკეთება ინდივიდუალური აკრედიტაციის შეფასებებთან ან შიდა განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხში.
საკითხის დაინტერესების მოტივით ტელეკომპანია „იმედმა“ ევროპის საბჭოსაც მიწერა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია." - ნათქვამია გავრცელენულ ინფორმაციაში.