ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილესთან, გიორგი ციბაძესთან, მერთან გიორგი წიკლაურთან ერთად ახალ აშენებული ბაღები მოინახულა, აღსაზრდელებს, მასწავლებლებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
პროექტის ფარგებში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები, სველი წერტილები. ორივე ბაღის შენობა ჯამში 255 აღსაზრდელის მიღებას შეძლებს, ისინი ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და მათი ჯამური ღირებულება 7 000 000 ლარზე მეტს შეადგენს. პროექტები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით განხორციელდა.