ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის სალარო ტერმინალით სარგებლობას მეწარმეები სრულიად უფასოდ, ყოველთვიური  საკომისიო გადასახადის გარეშე შეძლებენ. ტერმინალზე თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდის საკომისიო კი, მხოლოდ 1% იქნება.

სალარო ტერმინალით სარგებლობა, პირველი 6 თვის განმავლობაში, ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის, სრულიად უფასოა. სპეციალური შეთავაზება იმმ ეწარმეებზე გავრცელდება, რომლებიც თიბისის პოს-ტერმინალებით არ სარგებლობენ და სალარო ტერმინალს23 ივლისიდან - 30 სექტემბრის ჩათვლით შეიძენენ. 

რა უპირატესობები აქვს თიბისის სალარო ტერმინალს:

თიბისის სალარო ტერმინალის მოწყობილობაში გაერთიანებულია პოს ტერმინალისა და სალარო აპარატს ფუნქციები, რომლითაც საბარათე და სალარო ტრანზაქციების შესრულება ბევრად უფრო მარტივად და სწრაფადაა შესაძლებელი. ამასთანავე, სალარო ტერმინალი დამატებით, სხვა უპირატესობებითაც გამოირჩევა:

• ნაკლები დანახარჯი - ორი მოწყობილობა ერთ ტერმინალში;

• აღრიცხვის გამარტივებული პროცესი;

• ერთ მოწყობილობაში გაერთიანებული ნაღდი დაუნაღდო ანგარიშსწორება;

• ე.წ. ,,თიფის’' მიღების შესაძლებლობა;

• არასწორი ტრანზაქციის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება სწრაფად და მარტივად.

 ,,თიბისი ბიზნესების N1 მხარდამჭერია. მუდმივად ვცდილობთ, ბიზნესების წარმომადგენლებს გავუმარტივოთ ყოველდღიური საქმიანობა და მათ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური პროდუქტები/სერვისები შევთავაზოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სალარო ტერმინალების სპეციალური შეთავაზებაც. დარწმუნებული ვარ, სიახლე არაერთ ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გაიმარტივოს გადახდების პროცესი და შეღავათიანი პირობებით ისარგებლოს”, - დავით მესხიძე, გადახდების ლიგის ლიდერი.

სალარო ტერმინალისა და შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:https://tbcbank.ge/ka/pos-terminal-summer-offer