კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ეროვნულ ბიბლიოთეკაში მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის - „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ - პრეზენტაციას დაესწრო.
ორტომეულის სახით გამოცემული სამეცნიერო ნაშრომი თანამედროვე ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიას ეძღვნება.
გამოცემა ადასტურებს, რომ საქართველოში სამართლებრივი და კონსტიტუციური აზროვნება ისტორიულად იყო დაკავშირებული დასავლურ ტრადიციებთან.
ღონისძიებაზე მინდია უგრეხელიძე, იუსტიციის სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, „იუსტიციის მედლით“ დაჯილდოვდა.