სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პირველადი ჯანდაცვის მობილური კაბინეტის ექიმების მიერ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა.

უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა სამტრედიის მუნიციპალიტეტში მელაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას, ასევე სწჯს სამტრედიის ფილიალის ბენეფიციარებს.

საჭიროების მქონე 85-მა ბენეფიციარმა მიიღო შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურება: მუცლის ღრუს და სხვა შინაგანი ორგანოების ექოსკოპირება, კარდიოლოგიური გამოკვლევა, სისხლში შაქრის შემცველობის დონის განსაზღვრა, ფარისებრი ჯირკვლის რადიოლოგიური კვლევა, ნევროლოგის კონსულტაცია.