ახლა მოკვდა ყველანაირი იმედი, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება, ჩემი აზრით, იმის იქით კონსტიტუციით ჩანიშნული არჩევნები არ არის 2028-მდე და ეს პოლიტიკისთვის ზედმეტად დიდი დროა, განსაკუთრებით, თუ ინსტიტუციურად წარმოდგენილი არ ხარ ან პარლამენტში, ან სადღაც, სადაც მიმდინარედ მოახერხებ არსებობას. – ამის შესახებ პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
"ამიტომ, მერე გაჩნდა ასეთი საკითხები, ახლა ზუსტად, ეს ბოლო სამი თვეა, რაც მიდის – „ჩემი ოქრო ჩემთან“. ყველას უნდა, ვინც გრძნობს, რომ რაღაც ტიპის პოტენციალი გააჩნია, ეს დაიბრუნოს. ამიტომ ახლა მიდის ფიქრი იმ ხმებზე, რასაც ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მას წაერთვა და გაეყო. ამიტომ იყო მთავარი დებატი მიშას და ნიკა მელიას შორის. ნიკა მელიაც და მიშაც გრძნობენ, რომ მხოლოდ მათ აქვთ პირადი რაღაც ტიპის რესურსი. 2028 წლის არჩევნებისკენ დაიწყო ყველამ ყურება, რომ იქ გააცოცხლებს თავის რესურსს და ამიტომ დაიწყეს ერთმანეთში ეს გადანაწილება. სხვა ყველას განიხილავენ, როგორც პარაზიტს და უნდათ, ეს პარაზიტები, რაღაცნაირად, გაარკვიონ და ჩამოიხსნან ერთმანეთშიც კამათით, უბრალოდ, ერთმანეთთან ზღვარს გადებენ, ვინ სად მიდის.
იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო დიდი პარტია, რომელსაც ზოგი მხარს უჭერს, რადგან სტატუსკვოს ცვლილებას აძლევს ხმას და ამიტომ აძლევდა ხმას, მაგრამ იდეოლოგიურად და ღირებულებითაც, დიდწილად, რაც საქართველოში, ჩემი აზრით, პოპულისტურია და ბევრ ადამიანს მოსწონს ძირითადად, იმას იზიარებს და ამ ნაწილშიც, მათი აზრით, კვეთა აქვთ „ქართული ოცნების“ ხმებთან, რომლითაც გაიძარცვნენ, წაერთვათ ასეთი ხმები და რაღაცნაირად მისი დაბრუნების მცდელობა აქვთ“, – განაცხადა კობერიძემ.
როგორც კობერიძემ აღნიშნა, ერთსქესიანებზე რომ საუბრობდნენ, მართლა საკითხი რომ აინტერესებდეთ, ეცოდინებოდათ, რომ ყველა ადამიანს ერთი სქესი აქვს და ერთნაირსქესიანთა ქორწილზე წუხან სინამდვილეში, მაგრამ ეს წუხილებიც სინამდვილეში ბუნებითად არ არსებობს.
„ახლა, უბრალოდ, ისეთი დაპირისპირება მიდის ერთმანეთში, რომ მე ვიღაც პიროვნულად არ მომწონს, მირჩევნია, ჩემი მანიფესტი გამოიდოს და მერე ამ პარტიებში ერთმანეთში დაპირისპირება ამ ფორმით გადაიტანოს, რომ ვიღაცას იმიტომ კი არ მოვწონვარ, რომ კონკრეტული სახელი და გვარი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ აგერ, წამოვწიე, დავწერე მე ჩემი ღირებულებები. ჭირს, როცა პოლიტიკაში ხარ, რადგან ვერცერთი პარტია ვერ ასხივებს, რომ დამოუკიდებლად შეცვლის „ქართულ ოცნებას“. ამიტომ, მერე თუ გინდა, რომ არჩევნებზე ასხივებდე, რომ შენ კი არ ხარ მხოლოდ რაღაც იდეოლოგიის მქონე პარტია, არამედ სტატუსკვოს ცვლილება გინდა, გიწევს, გაითვალისწინო სხვა პარტიები, რადგან მიდის საუბარი მუდმივად კოალიციურ ხელისუფლებაზე, კოალიციურ მმართველობაზე. თვითმიზნადაც კი გამოცხადდა, რომ კოალიცია ზოგადად კარგია. ანუ, მე კი არ მომცეთ ხმა უმრავლესობამ, არა, მე არ ვინდობი, მე კიდევ სხვამ დამაბალანსოს, ეს თემა შემოვიდა და წლების განმავლობაში გიწვევს საუბარი, როგორც პოტენციურ პარტნიორზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში. ამიტომ მთელი ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი, ვისაც თავისი იდეოლოგიური მყარი ჩარჩო არ აქვს და მაინცდამაინც სტატუსკვოს ცვლილება არ არის მთავარი, ყველას უწევს ამაზე საუბარი. მე პირადადაც იმიტომ მიწევდა ამ წლების განმავლობაში მეტი ენის მოჩლექა და მეტი საუბარი, რომ, რაღაცნაირად, იდეოლოგიური პოლიტიკის თემა იყო, მერე გადავედი და სტატუსკვოს ცვლილებაზე რომ დავდე ფსონი, მომიწია მათთან ერთად პოლიტიკაში ღრმად ყოფნა. უბრალოდ, მე აღმოვაჩინე, რომ თვითონ ეს სტატუსკვოც არ შეიცვლება მაგით. ეს აღმოჩენილიც აქვს და მოსწონს კიდევაც, მათ შორის, „ქართულ ოცნებას“, რომელმაც უკვე რიტორიკაში შემოიტანა ასეთი იდეა, რომ ძალიან კომფორტული ოპოზიციაა ჩვენთვის და ხომ არ იყოს, რატომ ვკრძალავთ და რატომ გავიშაროთ თავი, რომ ავტორიტარად წარმოვჩინდეთ, თუ მათი ყოფნა გვახალისებს. აქ არის გაჭედილი პოლიტიკური სივრცე“, – განაცხადა კობერიძემ.