ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, 100%-იანი გრანტის მფლობელ 14 სტუდენტს, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარმატება მიულოცეს და სიგელებთან ერთად, 3000-3000 ლარი, მათ აღმზრდელ საჯარო სკოლებს 1500-1500 ლარი, ხოლო, 88 ახალგაზრდა ოქროს მედალოსანს 300-300 ლარი გადასცეს.

 „ოზურგეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე რომელიც სამწუხაროდ სტიქიამ დაჩრდილა - პოზიტიური შეხვედრა ახალგაზრდებთან, წვერმაღალას პარკში. საოცრად ნიჭიერი და იმედისმომცემი თაობა მოდის! მოხარული ვარ, რომ სტუდენტების წახალისების მუნიციპალური პროგრამით, ოქროს მედალოსანი, ეროვნული გამოცდების შედეგად 100%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდები და მათი პედაგოგები დავაჯილდოვეთ.


ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას! მინდა, თითოეულმა თქვენთაგანმა იცოდეთ, რომ როგორც საკუთარი, ასევე, ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია. ყოველი წარმატება, რომელსაც მიაღწევთ - სიხარულის და სიამაყის მომტანი იქნება ოზურგეთისთვის! არასოდეს დაივიწყოთ თქვენი სკოლა და პედაგოგები, ვისი დამსახურებაც დიდია თქვენს წინსვლასა და განვითარებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს!“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ. 



სტუდენტების წახალისების პროგრამა პირველად 2015 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია  „ქართული ოცნების” ინიციატივით ამოქმედდა.