წყალთაშუა-კურორტი საირმის გზის მე-3 კმ-ზე მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა 

 საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე, სადაც მიწის მასა ჩამოვიდა და მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო, მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა. ამ ეტაპზე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე რევერსულად ხორციელდება.