წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მოადგილე გია კვასტიანთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროს ნათია ჩაკვეტაძესთან ერთად განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვიან ოჯახებს შეხვდა. 


„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტია მოსახლეობის ჯანდაცვა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით 32 პროგრამა ხორციელდება, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებში ოჯახებს საყოფაცხოვრებო ავეჯი და ტექნიკა გადაეცემათ. ახალგაზრდა ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების მიმართულებით მომავალშიც არაერთი ინიციატივის განხორციელებას ვგეგმავთ“, -განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.


2026 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, საყოფაცხოვრებო ავეჯი და ტექნიკა უკვე 12 ოჯახისთვის შეიძინეს. პროგრამა, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვიანი ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს, 2023 წლიდან მოქმედებს. ამ დროისთვის ავეჯი და ტექნიკა 100-მდე ოჯახს გადაეცა