წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე, მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა წყალტუბოს მერიის 2026 წლის სოციალური პროგრამების გაცნობა და სოციალური ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნათია ჩაკვეტაძემ, აუდიტორიას წარუდგინა სოციალური პროგრამების პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს 13 ძირითად და 35 ქვეპროგრამას.
მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ზურაბ ჯანელიძემ, დადებითად შეაფასა სოციალური პროგრამების პრიორიტეტები და ყურადღება გაამახვილა სამომავლოდ გასათვალისწინებელ სოციალურ პაკეტებზე.
მრჩეველთა საბჭოს სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ, სოციალური მიმართულების გარდა, ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ხაზი გაუსვა მრჩეველთა საბჭოს ჩართულობის მნიშვნელობას წყალტუბოს განვითარების დოკუმენტის შემუშავების პროცესში, რომელიც უახლოეს პერიოდში დამტკიცდება.
მრჩეველთა საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ მერის მოადგილე გია კვასტიანი და მერიის სამსახურის ხელმძღვანელები