წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და მერის მოადგილე გია კვასტიანი წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის მოსწავლეების მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ
ლიტერატურული კომპოზიცია
„მსახური ღვთისა და კაცისა“ ქართველი წმინდანის, იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა, 7 თებერვალს წმინდანის ხსენების დღე აღინიშნება.
მოსწავლეებმა, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ღვაწლი, ღვთისა და ერის წინაშე, გაიხსენეს, შესრულდა საგუნდო საგალობლებიც. ღონისძიებას დაესწრო ქუთათელ- გაენათელი მიტროპოლიტი, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის მმართველი დირექტორი მეუფე იოანე გამრეკელი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა სკოლა გიმნაზიის მმართველ დირექტორს, მეუფე იოანეს, მმართველი დირექტორის მოადგილეს - მაია ონიანს და აღნიშნა, რომ სკოლა-გიმნაზია იმ ისტორიას აგრძელებს, რომელსაც სათავე წმინდა გაბრიელ ეპოსკოპოსმა დაუდო.
შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ: "წმინდა გაბრიელ ეპოსკოპოსის გზა არის ის გზა, რომლითაც უნდა იაროს საქართველომ. ეს არის გზა განათლების, რჯულის, ენისა და სიწმინდის დაცვისა“.
ღონისძიების დასასრულს, ამავე სკოლა-გიმნაზიის მოსწავლის, გაბრიელ ჩხიკვაძის მიერ დაწერილი, წმინდა გაბრიელ ეპოსკოპოსის ხატი გადასცეს მეუფე იოანეს.
ღონისძიება წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.