წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მერიის ორგანიზებით, სკოლებს შორის ონლაინ ვიქტორინა „გამოავლინე ცოდნა“ ჩატარდა, ონლაინ პლატფორმა სოფელ მუხიანის საჯარო სკოლის დირექტორმა ვარდენ ნიქაბაძემ შექმნა, ვიქტორინა - თამაშის თემატიკა ქართული მხატვრული ლიტერატურიდან ილია ჭავჭავაძის, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები და სულხან-საბა ორბელიანის კონკრეტული იგავ არაკები იყო.
თამაშის წესების თანახმად ვიქტორინა სამ ტურად ჩატარდა: ბილც ტური, დახურული კითხვები და ღია კითხვები.
თამაშში მონაწილეობა მიიღო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 13 სკოლის გუნდმა (VIII-XII კლასი).
ჟიურის შემადგენლობაში წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი სალომე შველიძე იყო.
აბოლოოდ ადგილები ასე გადანაწილდა:
პირველი ადგილი - სოფელ სორმონის საჯარო სკოლა
მეორე ადგილი - სოფელ რიონის საჯარო სკოლა
მესამე ადგილი - სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლა.
გამარჯვებულ გუნდებს მერის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
მადლობის სიგელით დაჯილდოვდა ვიქტორინის ონლაინ პლატფორმის შემქმნელი, სოფელ მუხიანის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდენ ნიქაბაძე