ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა და სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო სესია თემაზე - „როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლება - ვის მიმართოს და რა ფორმით“, სადაც მონაწილეებმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრაქტიკულ მექანიზმებზე იმსჯელეს და პროცესში შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების როლი მიმოიხილეს.ადგილობრივ მცხოვრებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მათთვის საინტერესო საკითხები განეხილათ.